გენერალური პროკურორის არჩევის წესი
საკანონმდებლო ორგანო ევროპული რეკომენდაციების შესაბამისად, კიდევ ერთი ცვლილების კენჭისყრისათვის ემზადება. პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას აქტიურობისაკენ მოუწოდებს, საქმე გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, ამას კი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ეყოფა. გენ. პროკურორის შერჩევის წესში ცვლილება მმართველი პარტიისათვის მიუღებელია, თუმცა პოლიტიკური კომპრომისი ევროპული გზის სასარგებლოდ უკვე არსებობს. რადიკალური ოპოზიციისათვის კი ახლა აღარც ევროპის გზავნილებია სახელმძღვანელო. საკომიტეტო განხილვა დასრულდა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
