სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაშია. სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. მოგვიანებით კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრეზიდენტმა, საქართველოს დასავლურ მისწრაფებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყოველდღიური წნეხის მიუხედავად, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
