ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საგამოძიებო პროცესი აქტიურად გრძელდება
დღეს, ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიიდან მეოთხე დღეა. საგამოძიებო პროცესი აქტიურად გრძელდება. საქმის ფარგლებში ვაკე საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში, კომპანია "გრინსერვისის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მესამედ გამოიკითხა. ჟურნალისტებთან მან გამოძიების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ პროექტი რამდენჯერმე შემოწმდა და არც ერთ ეტაპზე, რაიმე სახის ხარვეზი არ გამოვლენილა. დამატებითი განმარტება გაკეთდა ტენდერთან დაკავშირებით თბილისის მერიაშიც.
