სოციალ დემოკრატების ყრილობის მხარდაჭერა საქართველოს
თბილისში აცხადებენ, რომ ბერლინში გაკეთებული განცხადებები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსს ელოდება. მმართველი პარტია განსაკუთრებულ ყურადღებას, ოლაფ შოლცის მიერ გაჟღერებულ მხარდამჭერ გზავნილებზე ამახვილებს და ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხარდაჭერა. ვიდრე ბრიუსელში ევროპული რეკომენდაციების შესრულების ხარისხს შეაფასებენ, ოპოზიცია ხელისუფლებას კვლავ აკრიტიკებს და საგარეო კურსს უწუნებს. ევროპული გზავნილების მიუხედავად, ოპოზიციაში მაინც ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური კურსი არჩეული არ აქვს და უკრაინის და მოლდოვას ფონზე, საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
