ახალი ომბუდსმენის არჩევამდე სულ ცოტა დრო დჩება
გადაწყვეტილება ახლა დეპუტატებზეა. ოპოზიციურ პარტიებს დრო 21 ოქტომბრამდე აქვთ იმისთვის, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონკრეტული გვარები დაასახელონ. უკვე ცნობილია, ომბუდსმენობის მსურველი 19-ვე კანდიდატის ინდივიდუალური შეფასება. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა ცხრაკაციანმა კომისიამ, ყველაზე მაღალი, 321 ქულა მესამე სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ანა აბაშიძეს მიანიჭა. ნუგზარ კოხრეიძესა და სერგო მახარაძესთან ერთად, პირველ ხუთეულში მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ორი კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე. ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, ომბუდსმენის ექვსი წლის ვადით დასამტკიცებლად, ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევთ. თუ პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს ვერ დაამტკიცებს, მის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოცხადდება.
