საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში, კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლებიც ევროპული რეკომენდაციების შემადგენელი ნაწილია. ცვლილებების მიხედვით გენერალური პროკურორის არჩევის წესი შეიცვლება. პროექტის მიხედვით მას, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი, სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევს, თუ ორჯერ ვერ მოხერხდა არჩევა, ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევენ და გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წლით განისაზღვრება.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
