თბილისში ნორვეგიელი დიპლომატის ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროში სტუმრობით დაიწყო
ანიკენ ჰუიტფელდი ილია დარჩიაშვილს შეხვდა მოგვიანებით კი მხარეებმა მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. დახურულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაზე, რეგიონულ საფრთხესა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს სცემს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.
