პრემიერი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის სწრაფვას გაწევრიანდეს დასავლურ სტრუქტურებში. ეს მთავარი გზავნილია ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის , რომელიც თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ანიკენ ჰუდფელდტს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა . მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განხილეს. აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. ამასთან საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გასაძლიერებლად მუშაობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს.
