საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოლდოვაში
მოლდოვაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება . სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. მოგვიანებით კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დასავლურ კურსზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყოველდღიური წნეხის მიუხედავად მიუხედავად ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
