საკრებულოს უმრავლესობის პასუხი ოპოზიციას
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი დედაქალაქის მერისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. ფაქტის გარშემო არსებულ კითხვებზე საპასუხოდ ფრაქცია "ლელო საქართველოსთვის" და "გირჩი" კალაძეს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კი ჯერ კალაძის ოფიციალურ პოზიციას ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მოთხოვნას. სხდომაზე დაბარების ფაქტს უმრავლესობაც ეხმაურება. ოთარ გრიგოლიას განმარტებით, გამოძიების დასრულებამდე კითხვების დასმა არარელევანტურია.
