დღეს ვეტერანთა დღე აღინიშნება, თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
დღეს ვეტერანთა დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ვეტერანებთან ერთად მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, პარლამენტის ვიცე სპიკერმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა. სიტყვით გამომსვლელებმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს, ისაუბრეს იმ წვლილზე, რომელიც მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მიუძღვით, ამასთან, ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე მათ მიმართ. ვეტერანებს დღევანდელი დღე ასევე მიულოცა კათოლიკოს პატრიარქმა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
