ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას დილიდან პატივს მიაგებენ
გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ ომის ვეტერანები . სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულებს პატივი მიაგო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ , მოადგილეებთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ომის ვეტერანთა ღვაწლზე ისაუბრეს.
