კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 45 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები დაიწყო
ღონისძიებათა მთავარი თემაა ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში წმინდანად შერაცხილთა ცხოვრება და ღვაწლია. პირველი შემეცნებითი საღამო, სახელწოდებით "ღირსი დედები", წმინდა მიქაელ მთავარ ანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში გაიმართა. ღონისძიებას დეკანოზი ალექსანდრე გალდავა გაუძღვა.
