ინფლაცია და პროდუქტზე ფასების ზრდა პარიზში გააპროტესტეს
საფრანგეთის დედაქალაქში მრავალათასიანი აქცია ჩატარდა. დემონსტრანტები პრობლემას მთავრობის უმოქმედობას უკავშირებენ. გავრცელებული ცნობით აქცია მემარცხენე პოლიტიკური ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული. ორგანიზატორების თქმით, აქციას 140 ათასამდე ადამიანი დაესწრო.
