უკრაინა და თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გახანგრძლივების ინიციატივაზე თანხმდებიან
ამის შესახებ ანკარაში თურქეთის თავდაცვის მინისტრმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ისინი სტამბოლის საკოორდინაციო ცენტრს ესტუმრნენ და ივლისიდან მოყოლებული ექსპორტის მოცულობა შეაჯამეს. ბოლო მონაცემებით, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით აღდგენილი ექსპორტის წყალობით, უკრაინიდან 345 სატვირთო გემით 7 მილიონ 700 ათასი ტონა მარცვლეულის გატანა მოხერხდა.
