საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში
ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელის რიგით 26-ე საერთაშორისო კონფერენციას წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 36 ქვეყნის 100-ზე მეტ ინსტიტუციას, საქართველოში პირველად შეიკრიბა. კონფერენციის მიზანია ქვეყნებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის და განვითარების სამომავლო გეგმების დასახვა და პროფესიის ცნობადობის გაზრდა.
