სან ფრანცისკოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასევე აღინიშნა ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის 2 წლის იუბილე. ქართველმა დიპლომატებმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ამერიკას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.
