ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
ვიდრე მოკვლევის წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი, საექსპერტო დოკუმენტაციებზე დაყრდნობით, თბილისის მერიაში ამბობენ, რომ შადრევნის აღდგენის სამუშაო კანონმდებლობის სრული დაცვით და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ჩატარდა. მომხდარი ტრაგედია შესაძლოა მუნიციპალურ დონეზე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების საწყისი გახდეს.
