დღეს ვეტერანის დღე აღინიშნება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
