დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად
რუმინეთი მილიონ დოლრაზე მეტს გაიღებს ნატოს ფონდისთვის, რომელიც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატოს გენერალურ მდივანსა და ჩამოთვლილი ქვეყნების მეთაურებს გადაწყვეტილების შესახებ წერილობითაც აცნობა. მთლიანი თანხიდან 300 ათასი დოლარი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გასაძლიერებლად გამოიყოფა.
