უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს. ედიშერ კვარაცხელიას ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მოქალაქეებმა თბილისის აეროპორტში პატივი მიაგეს. ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. ხვალ საღამოს კი წალენჯიხაში გადაასვენებენ. ედიშერ კვარაცხელია რუსული ძალების მიერ ბახმუტთან მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა. ის, პროფესიონალი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე იყო, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.
