საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები რუანდაში
არაღიარების პოლიტიკა არ გადაიხედება - ეს არის მთავარი გზავნილი რუანდაში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარე საპარალმენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრებიდან. შალვა პაპუაშვილმა 20-მდე შეხვედრა გამართა სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. ამ ასამბლეას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ისეთ ქვეყნებთან სამუშაოდ, რომლებიც მაგალითად გაეროში თავს იკავებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისგან. პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145 ასამბლეაზე სიტყვითაც გამოვიდა და ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. ასევე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადის პირველ ვიცე-სპიკერს შეხვდა და საქართველომ უკრაინული დელეგაციისგან მხარდაჭერისთვის მადლობაც დაიმსახურა.
