შოლცი - ევროპა ლისაბონიდან - თბილისამდე
დღეს ბერლინში ხაზგასმით ითქვა ის, რასაც საქართველო წლებია იმეორებს და ევროპას არწმუნებს. ეს ფრაზა ოლაფ შოლცისგან ასე ჟღერდა: „ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა“. ეს მნიშვნელოვანი გზავნილი შუაგულ ევროპაში, გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე გაისმა. სწორედ ამ კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზე არის საუბარი. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ესწრება. რამდენიმე დღეა ბერლინში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ქეთევან ქარდავა, რომელიც კიდევ უფრო მეტ გზავნილს გაგვაცნობს ევროპიდან.
