სადავო ჩანაწერი PACE-ს რეზოლუციაში
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“. ევრო საბჭოს ეს რეზოლუცია 99 ხმით დამტკიცდა, მის მეოთხე პუნქტს კი, 55 ხმა ერგო. სწორედ ამ ნაწილში, ფრჩხილებში მოხვდა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი, რომელსაც უკრაინული მხარე ლიზა იასკოს მეთაურობით განსაკუთრებულად ლობირებდა. მომხსენებელი კი იპიპის ფრაქციის ხელმძღვანელი იყო. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ რეზოლუციას მხარი მხოლოდ იმიტომ არ დაუჭირეს, რომ მასში მიხეილ სააკაშვილის პოლიტ პატიმრად მოხსენიება, მათთვის მიუღებელია. მსჯავრდებული სააკაშვილის დოკუმენტში ხსენება, კი ვიწრო პარტიულ ინტერესებს ატარებს. მიუხედავად ამისა, ოპოზიის ნაწილი თვლის, რომ ქართულ ოცნებას შეეძლო რეზოლუციისთვის მხარი ისე დაეჭირა, რომ მიხეილ სააკაშვილის თემას გამიჯვნოდა.
