შოლცი - ევროპა ლისაბონიდან - თბილისამდე
ბერლინში გაკეთებული განცხადებები საქართველოს ევრო ინტეგრაციის მხარდასაჭერად. საქართველოს როგორც მომავლ კანდიდატზე და ევროპული ოჯახის წევრზე ისაუბრა გერმანიის კანცლერმა და ევრო კავშირის სხვა ლოდერებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ევროპელი სოციალისტების ყრილობაზე. ევრო კავშირის გაფართოვებას ალტერნატივა არ აქვს და ეს გარდაუვალი პროცესია ითქვა იმ პარტიის წარმომადგელების მხრიდან, რომლებიც მმართველ კუალიციაში არიან გერმანიაში. ევრო კავშირი უნდა იყოს მზად ახალი წევრების მისაღებად. უკრაინა საქართველო და მოლდოვა ევროპული ოჯახის ნაწილია. ეს განცხადებები ევროპელმა ლიდერებმა ბერლინში გააკეთეს. სოციალ დემოკრატიული პარტიის ყრილობის მონაწილეები ევროპის ერთიანობაზე და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის კონტოტენტზე ერთიანი ფრონით გამოსვლაზე მსჯელობენ.ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბერლინში, სოციალ დემოკრატიული პარტიების ყრილობაზე დღის ბოლოს გამართულ სამუშაო ვახშამს მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დაესწრო. მიღებას, რომელსაც მასპინძლობდა გერმანიის ფედერალური კანცლერი, ესწრებოდნენ ფინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვედეთისა და მალტის პრემიერ მინისტრები. ასევე ევრო კომისიის ვიცე პრეზიდენტი. არა ფორმალურ გარემოში მხარეებმა დისკუსია გამართეს ევროპაში არსებულ ურთულეს გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და ამ ფონზე შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
