დაშავებული მოზარდების მდგომარეობა
ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბინაზე სავარაუდოდ მალე გაეწერება. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვი კონტაქტურია, თუმცა მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება.
