უბედური შემთხვევა - გამოკითხვები პოლიციაში
გვიან ღამემდე გაგრძელდა “გრინ სერვის პლუსის” დირექტორის და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გამოკითხვა. ლაშა ფურცხვანიძის თქმით, შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მუშაობდა და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. მისივე განმარტებით, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული და ყველა შესაბამისი საბუთი პოლიციაში უკვე დევს. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 100-მდე პირია დაკითხული, ამოღებულია დოკუმენტაცია შემსრულებელი კომპანიიდან და თბილისის საქალაქო სამსახურიდან. დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა.
