მარიტა მეფარიშვილის დაკრძალვა
13 წლის მარიტა მეფარიშვილს ვაკე საბურთალოს სასაფლაოზე კრძალავენ. მანამდე ცხედარი „მზიურის“ კორტებზე მიასვენეს. მარიტა უკანასკნელ გზაზე ოჯახმა, მეგობრებმა და მოქალაქეებმა გააცილეს. ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არა სრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
