თანამშრომლობის მემორანდუმი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რუსთავში იმყოფებოდა, სადაც „რუსთავის აზოტსა” და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთ გაგების მემორანდუმი გაფორმდა. გერმანიის მთავრობა ტექნოლოგიური გადაიარაღების პროცესში რუსთავის აზოტის საწარმოს ორი მილიონი ევროს ღირებულების გრანტით დაეხმარება, რათა ჰაერში გაფრქვევები შემცირდეს. შეთანხმების თანახმად, გერმანული მხარე პროექტის ღირებულებას 50 პროცენტამდე დააფინანსებს, დანარჩენს კი თავად „რუსთავის აზოტი“.
