პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
საქართველოს პრემიერ მინისტრმა თურქეთის მთავრობას ბართინის მაღაროში აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა. ამ მძიმე მომენტში, ჩვენ დაღუპულთა ახლობლების, დაშავებულებისა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილეთა გვერდით ვდგავართ. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის ხალხს და მთავრობას. ნათქვამია პრემიერ მინისტრის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
