ომი უკრაინაში
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ხორციელდება. პარალელურად, უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა შეტევებს იგერიებს. ხერსონში კი უკრაინელები ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებენ. რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად დასავლეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას აძლიერებს. შეერთებულმა შტატებმა კიევს დამატებით 725 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო. უკრაინა 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას მიიღებს საუდის არაბეთისგანაც.
