სამძიმარი მარიტა მეფარიშვილის ოჯახს
ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად ბათუმში ახალგაზრდები შეიკრიბნენ. მათ უნივერსიტეტის წინ შადრევანთან ყვავილები და მარიტას ფოტოები მიიტანეს. მანამდე კი ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ახალგაზრდები გარდაცვლილის ოჯახს, სამძიმარს უცხადებენ.
