საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი
რუანდაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე შეხვედრა დასავლეთ აფრიკისა და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოებთან. საპარლამრენტაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მთავარი ყურადღება დეოკუპაციის საკითხსა და არ აღიარების პოლიტიკას ეთმობა. ქართული მხარე კოლეგებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ აწვდის ინფორმაციას. 145 ასამბლეა რუანდაში დღეს დასრულდება.
