საქართველოს დელეგაცია ბერლინში
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბერლინში, სოციალ დემოკრატიული პარტიების ყრილობაზე დღის ბოლოს გამართულ სამუშაო ვახშამს მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დაესწრო. მიღებას, რომელსაც მასპინძლობდა გერმანიის ფედერალური კანცლერი, ესწრებოდნენ ფინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვედეთისა და მალტის პრემიერ მინისტრები. ასევე ევრო კომისიის ვიცე პრეზიდენტი. არა ფორმალურ გარემოში მხარეებმა დისკუსია გამართეს ევროპაში არსებულ ურთულეს გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და ამ ფონზე შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. სოციალ დემოკრატებმა გუშინ ყრილობის რეზოლუციაც მიიღეს, რომელშიც არის ჩანაწერი, მზაობაზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
