ომი უკრაინაში
უკრაინა ოკუპანტთა შეტევებს იგერიებს. მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის მიმართულებით. ხერსონში, კი უკრაინელები ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებენ. რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად დასავლეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას აძლიერებს. შეერთებულმა შტატებმა კიევს დამატებით 725 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო.
