უნიკალური ხელნაწერის რესტავრაცია
მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქურაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, დაცულ მე-12 საუკუნის ოთხთავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია ჩაუტარდება. უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ არქივში აღდგენითი სამუშაოებისთვის 18-ტ თვეს დარჩება და სრულად რესტავრირებული კვლავ ეცერის თემში დაბრუნდება. გასულ წელს სწორედ ეროვნული არქივის რესტავრატორებმა აღადგინეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის წმინდა გიორგის ეკლესიაშია დაცული უძველესი ოთხთავი.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
