"ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის საკრებულოს ფრაქციაში განხეთქილებაა
ნაციონალური მოძრაობის ახალციხის საკრებულოს ფრაქციაში განხეთქილებაა. თავმჯდომარე მარიამ დალალიშვილი თანამდებობიდან ისე გადააყენეს, რომ თავად არაფერი იცოდა. მან ფრაქციაც და პარტიაც დატოვა. საკრებულოში კი ახლა დამოუკიდებელი დეპუტატია. ახალი თავმჯდომარე, დავით ახალკაცი პარტიაში დაპირისპირებას უარყოფს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ მწვავე დაპირისპირებას და პარტიის დაშლა, რომელიც თავს მთავარ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს, უკვე დაწყებულია.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
