საკონკურსო კომისიამ ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასების შედეგები პარლამენტს უკვე გადაუგზავნა
საკონკურსო კომისიამ ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასების შედეგები პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. კომისიის წევრებს იმედი აქვთ, რომ პოლიტიკოსები არჩევანის გაკეთებისას მათ შეფასებებს გაითვალისწინებენ. კომისიის მუშაობას აკრიტიკებს თავადაც სახალხო დამცველობის მსურველი იაგო ხვიჩია. ახლა პროცესები უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა დაასახელოს, რომელთაგანაც პარლამენტი არჩევანს გააკეთებს.
