გარდაცვლილი გოგონას ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა
გარდაცვლილი გოგონას ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, სვეტიცხოველში, სადაც ის სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო.
