ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოკითხვა გუშინ დაიწყო
არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში გამოიკითხნენ 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობას გვიან ღამით გაეცნო თბილისის მერი. 13 წლის დაშავბულს იაშვილის კლინიკიდან დღეს გაწერენ, მეორე მოზარდი კი კვლავ ნიუ ჰოსპიტალში რჩება.
