ირაკლი ღარიბაშვილის და დარენ ტანგის შეხვედრა
საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის შეხვედრის განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს წლების განმავლობაში რეფორმების განხორციელებაში მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
