დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 33 წლის წინ მომხდარს ეხმაურება და წერს, რომ საქართველომ ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის, ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება დაკარგა. „მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში“ - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
