მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა, ექსპრეზიდენტის ციხიდან დახსნისთვის ყველა მეთოდს მიმართავს
რადიკალების დღის წესრიგი უცვლელია. მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა, ექსპრეზიდენტის ციხიდან დახსნისთვის ყველა მეთოდს მიმართავს. ხელისუფლების ოპონენტები მიზნის მისაღწევად არც ქართველი მედიცინის მუშაკების შეურაცხყოფას ერიდებიან. უკვე მეხუთე თვეა, ექსპრეზიდენტის მკურნალი ექიმები რადიკალების წნეხის ქვეშ იმყოფებიან. კლინიკა "ვივამედის" თანამშრომლებმა დიუმილი დაარღვიეს და მედიას მიმართეს. როგორც აღმოჩნდა, ეგრეთ წოდებულ მწოლიარე სააკაშვილს ყველა კვლევა ჩაუტარდა. დიაგნოზი დასმულია და პროცესი ახლა რეაბილიტაციის ფაზისკენ მიდის. რადიკალების მიერ დახატული სურათი კი რადიკალურად განსხვავდება.
