ზაზა ოქუაშვილი სახელმწიფოსგან მილიონებს ითხოვს
ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რუსული კავშირების მქონე ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, რომელიც საკუთარი თანამშრომლების წინაშე აღებულ ვალდებულელებს დღემდე არ ასრულებს, ივანიშვილს გამოძალვაში ადანაშაულებს და იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც თითქოს ივანიშვილის დავალებით მილიონობით თანხას სძალავდნენ. მათ შორის ოქუაშვილი ოთარ ფარცხალაძესაც ახსენებს. ფარცხალაძის ადვოკატი კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ოქუაშვილის ქმედება პოლიტიკურ სპექტრში უკვე შეფასდა, როგორც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის ნაწილი.
