ქართული დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე გერმანიაშია. ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 2 დღიან ყრილობაში, რომელსაც ევროპის სოციალ-დემოკრატები 30 წლიან იუბილესთან დაკავშირებით მართავენ. ღონისძიება მაღალ დონეზე იმართება და მიმდინარე ყველა აქტუალურ თემას ეძღვნება. ირაკლი კობახიძე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. მთავარი თემა კანდიდატის სტატუსის მინიჭება და საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 პუნქტის შესრულების პროცესია.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
