პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავა, რომელიც მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პუნქტამდე, მათ გადაყვანას უზრუნველყოფდა, სანაცვლოდ კი ერთ- ერთი მოქალაქისგან წინასწარ, ესპანეთსა და უკრაინაში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა მოითხოვა. ბრალდებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 58 000 ლარს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით კი გამოძიება გრძელდება.
