კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „სუხიშვილებს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
. ცეკვებისთვის „ხანჯლურის“, „ჯუთას“, „ყარაჩოხელი“ და „ხევსურული“ 212 ერთეული სამოსი და აქსესუარი შეიქმნა. ანსამბლებისთვის ახალი სამოსის შეძენის მიზნით სამინისტრომ ორი ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. თორმეტ სხვადასხვა ანსამბლს საჭირო სასცენო სამოსსა და აქსესუარებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკი“ ეტაპობრივად გადასცემს. რამდენიმე დღეში კი ახალი სასცენო კოსტიუმებით სუხიშვილები ორთვიან ევროპულ ტურნეში გაემგზავრებიან.
