აქცია თელავში მოსამართლე მამუკა წიკლაურის წინააღმდეგ
სასტიკად მოკლული 26 წლის ქალის ოჯახის ახლობლები სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. როგორც ცნობილია, სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩაიდინა თორნიკე გამხვეტელაშვილმა მძიმე დანაშაული. სასამართლოსთან შეკრებილები მოსამართლის გადადგომას და დაკავებულის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.