ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაზე?
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაზე? ხელისუფლებას, ოპოზიციას თუ ერთად ყველა პოლიტიკურ ძალას. ამ კითხვაზე ევროპელი კანონმდებლების პასუხი ცნობილია. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში სრულყოფილად არ მონაწილეობს და მმართველი გუნდის შეფასებით, პასუხისმგებლობასაც გაურბის. ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულებაში საკუთარ როლს ხელისუფლებისთვის მხოლოდ მითითების კუთხით ხედავს და პროცესზე პასუხისმგებლობასაც მათ აკისრებს
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
