შემთხვევა ვაკის პარკში
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორივე ბავშვი, შოკურ მდგომარეობაში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ მოზარდს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
